მაჭავარიანი: ერთ-ერთი პრინციპი, რომელზეც აიგო ბიუჯეტი, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებაა

40

ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც აიგო 2019 წლის ბიუჯეტი, ესაა ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

“ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება არის ყველაზე პროდუქტიული დაბანდება, ამ მიმართულებით გაზრდილ ინვესტიციებს ძალიან მაღალი უკუგება ექნება. ეს მოდელი ხელს უწყობს ქვეყნას ჰყავდეს უფრო განათლებული და მოტივირებული მოქალაქეები, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან ინოვაციებზე.

გვაქვს ამბიცია, ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად წავიწიოთ წინ “ადამიანური კაპიტალის ინდექსში”. ზუსტად ის, რომ 2019 წლის ბიუჯეტი, ასევე, შემდგომი წლების ბიუჯეტებიც ამ ფილოსოფიით დაიგეგმება, გვაძლევს ყველა შესაძლებლობას, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიოთ ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით, რაც მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...