მაჭავარიანი: ევროკავშირი ხომ მოგვწონს? ხოდა მოგვიწევს თამბაქოზე აქციზის თანდათანობით ზრდა

40

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, თამბაქოზე სააქციზო გადასახადი კიდევ გაიზრდება.

მისი თქმით, არა მთავრობის ახირება, არამედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შემცირებაა.

“ვერ ვიტყოდი, რომ თამბაქოზე აქციზის გაზრდა მწარმოებლებისთვის და იმპორტიორებისთვის სიურპრიზი იყო. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, 2025 წლისთვის გავათანაბროთ თამბაქოზე აქციზის ღირებულება ევროპის ქვეყნებთან. ასევე კარგად იციან, რომ ეს არ მოხდება ერთჯერადად, მოხდება თანდათანობით. იციან რომ ის გაიზრდება შემდეგ წლებშიც. თუმცა გეთანხმებით, კონკრეტულ ოდენობებზე შეიძლებოდა ინფორმაცია ადრე ყოფილიყო.

თამბაქოზე აქციზის გაზრდა არ არის ჩვენი ახირება, რომ ბიუჯეტში თანხები დაგვაკლდა და მაგიტომ გავაკეთეთ, ეს არის ვალდებულება. ევროკავშირი ხომ მოგვწონს და გვიყვარს იქ სიარული უვიზოდ, ამიტომ ვალდებულებებსაც უნდა შესრულება. ამ ვალდებულებების შესრულების ფარგლებში ჩვენ მოგვიწევს თამბაქოზე აქციზის თანდათანობით გაზრდაც”, – აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

Comments
Loading...