მაჭავარიანი: ბიუჯეტი 600 მილიონს, გრძელვადიანი ლარის რესურსს მიაწვდის საფინანსო სექტორს

40

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “ფორბს კვირასთან” განაცხადა.

– ლარი რესურსზე ხელმისაწვდომობა გაძვირდა ბოლო პერიოდში. ბიზნესს საკმაოდ გაძვირებულ ფასში ხვდება ლარის რესურსი.

– მე გეტყვით, ჩვენ როგორც მთავრობა როგორ მოვიქცევით – 600 მილიონს, გრძელვადიან ლარის რესურსს მივაწვდით ბანკებს.
სწორედ რომ ერთმნიშვნელოვნად, ლიკვიდურობის ნაწილშია საჭირო მხარდაჭერა.

მე ვფოქრობ ნიშანდობლივია, რომ ასეთი კრიზისის ფონზე, როცა შემოსავლებს ასეთ კლებასთან და ხარჯების ასეთ ზრდასთან გვაქვს საქმე, იქნება ეს სოციალური პაკეტი თუ პირდაპირ კოვიდ-19-თან ბრძოლა, მთავრობა, საქართველოს ბიუჯეტი პოულობს თავის თავში რესურსს. ხელისუფლება და ბიუჯეტი პოულობს ძალას იმისათვის, რომ ლიკვიდურობის პროცესში შეეხიდოს საფინანსო სექტორს და ეს ძალიან ნიშანდობლივია.მგონია, რომ იგივე ტრენდი, უბრალოდ სხვა ინსტრუმენტებით განხორციელდება ეროვნული ბანკის მიერაც.

Comments
Loading...