მაჭავარიანი: არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ

48

ვადასტურებ, რომ არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციების გადახედავს

“ვიტოვებ იმედს, რომ ეროვნული ბანკი შეძლებს და თავის თავში იპოვის ძალას, თუ საჭიროა, გადახედოს რეგულაციებს. ჯერ ცოტა ნაადრევია, სრულად განვსაზღვროთ ამ რეგულაციების ეფექტი, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს აღნიშნული რეგულაციების ეფექტი მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მიმაჩნია, რომ იქ შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ამ რეგულაციების შესუსტება”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Comments
Loading...