მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი გასამმაგდა, ჰიბრიდულებზე შემცირდა

632

მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან საჭე გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი გასამმაგდა. ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში კი, აქციზის განაკვეთი შემცირდა. ცვლილება „საქართველოს საგადასახდო კოდექსში“ შევიდა, რომელიც უკვე ძალაშია.

კერძოდ, 0-დან 6 წლის ჩათვლით, ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი 60%-ით შემცირდა, ნაცვლად აქამდე არსებული 50%-სა.

აქციზის განაკვეთი იზრდება თითქმის ყველა წლოვანების იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილებზე. გამონაკლისია 4 წლიანი მსუბუქი ავტომობილი, რომელზეც აქციზის განაკვეთი უცვლელი რჩება, 5 წლიან იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილზე კი, აქციზის განაკვეთი 0.1-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მსუბუქი ავტომობილი დაიბეგრება 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით, იმ შემთხვევაში თუ, ავტომობილის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის 1 იანვრამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა. ასევე ავტომობილი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე.

Comments
Loading...