მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 1.5%-ით გაიზარდა

392

2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.

მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.4 მლრდ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.8 პროცენტით) და 29.8  მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.5 პროცენტია.

Comments
Loading...