მარტში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 710.8 მილიონი ლარით გაიზარდა

176

მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 710.8 მილიონი ლარით, ანუ 2.1 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი აპრილისათვის 34.3 მლრდ ლარი შეადგინა.

2018 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

Comments
Loading...