მარტში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.89 მლრდ ლარით გაიზარდა

29

მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 3.89 მლრდ ლარით, ანუ 8.42 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველი აპრილისათვის 50.13 მლრდ ლარი შეადგინა.

2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 4.98 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 9.94 პროცენტია.

Comments
Loading...