მარტში სამედიცინო პროდუქცია და კლინიკების მომსახურება გაძვირდა

4

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში შემავალი პროდუქტებისა და სერვისების ღირებულება გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მარტში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ჯგუფში ფასები მომატებულია 3.6 პროცენტით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (6.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (1.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მარტში ინფლაცია 7.2%-მდე გაიზარდა, რაც 2019 წლის შემდგომ ინფლაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ მარტში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მკვეთრად – 35.8%-ით ზეთის და ცხიმის ფასი გაიზარდა. 13%-ით გაიზარდა ტკბილეულის ღირებულება, პურის და პურპროდუქტების ფასი კი წლიურ ჭრილში 7.7%-ით არის გაზრდილი.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რაც 0.77 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.8 პროცენტი).

Comments
Loading...