მარტში, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2.36 მლრდ ლარით გაიზარდა

26

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი აპრილისათვის 28.88 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2.36 მლრდ ლარით, ანუ 8.89%-ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით ნაკლები).

მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.19 მლრდ ლარით, ანუ 10.06%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.06%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.17 მლრდ ლარით, ანუ 7.94%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.68%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 33.72 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 4.59 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.86 პროცენტული პუნქტით).

მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.85% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.53%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.60%, ხოლო ევროს წილმა 13.91% შეადგინა.

Comments
Loading...