მარტივი იპოთეკური სესხი – ლიბერთი ბანკმა ახალი იპოთეკური სესხების გაცემა დაიწყო

239

დღეიდან, ლიბერთი ბანკის კლიენტებს შეეძლებათ მარტივი და შეღავათიანი პირობებით იპოთეკური სესხის აღება ნებისმიერი სახის უძრავი ქონების შესაძენად, ასაშენებლად ან გასარემონტებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს.

მარტივი იპოთეკური სესხი გაიცემა ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. სესხი არ ითვალისწინებს გაცემის,  მომსახურების და წინსწრებით დაფარვის საკომისიოებს – მსესხებელი გადაიხდის მხოლოდ პროცენტს, რომელიც ამავე დროს იქნება ფიქსირებული სესხის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.

მარტივი იპოთეკური სესხის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი მზად არის გაითვალისწინოს უძრავი ქონების გარდა, სხვა მიზნობრიობაც. მაგალითად ავეჯის, საოჯახო ტექნიკის ან ავტომობილის შეძენა.

მარტივ იპოთეკურ სესხთან ერთად, მსესხებელს შეეძლება 5 000 ლარამდე ლიმიტის მქონე საკრედიტო ბარათის მიღება. ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმიანობის დირექტორი, არმენ მატევოსიანი:

"მე პირადად და მთელს ჩვენს გუნდს, გულწრფელად გვიხარია, რომ ბანკში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ განახლებული, ნამდვილად შეღავათიანი და რაც მთავარია მარტივი პირობების მქონე იპოთეკური სესხი. იმედია, ეს სათანადოდ იქნება შეფასებული ჩვენი კლიენტების მხრიდან და დაეხმარება მათ თავიანთი საოცნებო სახლის შეძენაში ან არსებულ იპოთეკურ სესხზე პირობების გაუმჯობესებაში. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს,  რომ თითოეულმა კლიენტმა სესხის კარგ პირობებთან ერთად, მაქსიმალურად კომფორტული და სწრაფი მომსახურება მიიღოს".

Comments
Loading...