მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა

12

კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისათვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა.

სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის,  გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია.

პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს.

Comments
Loading...