სოციალურ ქსელ Facebook- ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა CNN- თან ინტერვიუში აღიარა, რომ კომპანიაში პრობლემებია.
“ფართო საკითხების შესახებ უმრავლესობის კრიტიკა სამართლიანია”, – აღნიშნა ცუკერბერგმა.
თუმცა, Facebook-ის დამაარსებელმა განმარტა, რომ კომპანიას ზოგიერთ საკითხზე “განსხვავებული მსოფლიო ხედვა” აქვს.
“არსებობს დიდი პრობლემები და არ ვცდილობ ვთქვა, რომ ეს ასე არ არის”, – განაცხადა ცუკერბერგმა.
როგორც Facebook-ის დაამარსებელი აცხადებს, კრიტიკის მიუხედავად, იგი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს. Facebook-ის დამაარსებელმა ასევე კომენტარი The Times-ის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ მასალაზე გააკეთა.
“ჩვენ რამ, რაც ამ სტატიაშია ნათქვამი, ჟურნალისტებთან განვიხილე და მე ვუთხარი მათ, რომ ეს არასწორი ინფორმაცია იყო, მაგრამ მათ მაინც გადაწყვიტეს გამოქვეყნება”, – განაცხადა ცუკერბერგმა.