მარიტა მუსელიანი: ჩვენ ისედაც ვიცით, რომ “ნამახვანჰესის” ხელშეკრულებაში ხარვეზი შეიძლება არ იყოს

7

“პირველ რიგში ის, რომ იუსტიციის სამინისტროზე გადაიტანეს აქცენტი, რომ ჩვენ დაგვიმტკიცონ ხელშეკრულების იურიდიული გამართულობა. ეს ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ხარვეზი შეიძლება არ იყოს და კანონმდებლობას მორგებულია” – ამის შესახებ რიონის “გუშაგმა” მარიტა მუსელიანმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კონტრაქტის იუსტიციის სამინისტროს მიერ შესწავლა არ არის მთავარი საკითხი, რომელსაც რიონის ე.წ. მცველები ითხოვენ. „ნაწილობრივი შემოთავაზება იყო მცდელობა იმისა, ხელისუფლებამ თქვას, რომ რაღაც ნაბიჯი გადმოდგა. პრინციპულად, იქ ჩვენი 30 ადამიანის გადაადგილება დაიშვება, ნაწილობრივ გაიხსნება ბარიერი და ესენი თუ იმუშავებენ, ეს არ ნიშნავს, რომ იქ იქნება ის სივრცე, რომელშიც სრულფასოვანი დიალოგი იქნება შესაძლებელი,“ – განაცხადა მარიტა მუსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოცხადდა.

Comments
Loading...