მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა

143

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა.

შეხვედრა თბილისში, აშშ-ს საელჩოში შედგა. მარიამ ქვრივიშვილმა და როს უილსონმა ტურიზმის სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივები და განათლების სფეროში თანამშრომლობის თემები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს მადლობა გადაუხადა, იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ წლების განმავლობაში საქართველოს ტურიზმის მიმართულებით გაუწია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ ორგანიზაციებთან, მათ შორის USAID-ის პროგრამა ზრდასთან.

ამერიკული მხარე საქართველოს აქტიურად ეხმარება რეგიონებში ტურისტული პროექტების განვითარებისა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში.

Comments
Loading...