მარიამ ქვრივიშვილი ევროპელ ტურ-ოპერატორებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

25

ავიაკომპანია “Air France”-ის  რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებიდან მედიასაშუალებების და ტურისტული კომპანიების  წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის გავლენიანი ტურისტული კომპანიების ექვს და სამოგზაურო ჟურნალ-გაზეთების ოთხ წარმომადგენელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

ტურის მონაწილეებისათვის საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციას ავიაკომპანია „Air France“-ის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურის ფარგლებში  სტუმრებმა თბილისის და მცხეთის ისტორიული უბნები მოინახულეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ ქართველ კოლეგებს, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შესახებ ისაუბრეს.

“ძალიან მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ „Air France“-ის  ვიცე-პრეზიდენტს, ასევე ევროპელ ჟურნალისტებსა და ტურ-ოპერატორებს, რომლებიც საქართველოში გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან ჩამოვიდნენ. სამივე ქვეყანა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენი ორგანიზებით ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები  ევროპელ ტურ-ოპერატორებს ხვდებიან, რომ ახალი ბიზნეს ურთიერთობები დაამყარონ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებიდან.” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Comments
Loading...