მარიამ ქვირივშილი უნგრეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა

51

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივშვილი უნგრეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Unitravel Management -ის დირექტორსა და დამფუძნებელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე თბილისსა და ბუდაპეშტს შორის პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის შესაძლებლობა განიხილეს. Unitravel Management განსაკუთრებით დაინტერესდა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით. უნგრეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით მარკეტინგული კამპანიების ჩატარება და პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზება იგეგმება.

აპრილში საქართველოში პრეს და გაცნობითი ტური მოწყობა. ტურში მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის წამყვანი მედია საშუალებების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.

ტურის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს კულტურას, ისტორიას, ქართულ სამზარეულოს და ღვინის ტრადიციულად დამზადების წესებს.

ასევე დაგემილია საქართველოს სამთო კურორტებზე გაცნობითი ტურის მოწყობა უნგრეთის ტურისტული კომპანებისათვის. 2018 წელს უნგრეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა +14.1 %-ით გაიზარდა.

Comments
Loading...