მარდი ჰოლდინგმა ენერგოეფექტური პროექტები უკრაინელებსა და მოლდოველებს გააცნო

369

დღეს ბათუმში გაიმართა სასწავლო სემინარი „საცხოვრისის მართვა და მრავალბინიანი სახლების ენერგოეფექტური სანაცია“, სადაც მარდი ჰოლდინგის წარმომადგენელმა ბათუმში მშენებარე ენერგო ეფექტური პროექტები გააცნო. კომპანიის წარმომადგენელმა ისაუბრა  კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებასა და გეოთერმულ გათბობა/კონდიცირების სისტემების მოწყობაზე. 

„მარდი ჰოლდინგი იწყებს ენერგოეფექტური სახლების მშენებლობას, რომლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალური ჰერმეტიზაციის ხარჯზე და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებით, სახლებში ტემპერატურის რეგულირება ხდება და მოსახლე საწვავის ეკონომიას აკეთებს, რაც კომუნალური გადასახადების ბიუჯეტის 40%-ით შემცირებას იწვევს.“ – ამბობს თორნიკე ჭანტურიშვილი, მარდი ჰოლდინგის კომრციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

სემინარი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO) მიერ, პროექტის – „НОМЕ: გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში" – ფარგლებში. ბათუმის სემინარი აგრძელებს პროექტის ღონისძიებათა ციკლს, რომლის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი 11 რესურსცენტრის კვალიფიკაციის ამაღლება. რესურსცენტრები ბინათმესაკუთრეებს საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარებას უწევენ, რათა აამაღლონ მათი ცნობიერება საბინაო მეურნეობის მართვის საკითხებზე და ხელი შეუწყონ სხვადასხვა დაინტერესებული მხარესთან არსებული პრობლემების განხილვას საბინაო ფონდის მართვის სფეროში.

Comments
Loading...