მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუქარის წერილი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მიწერა

60

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის შმეცველი წერილი შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მიიღო.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ წერილის შინაარსის გასაჯაროვებას არ აპირებს.

“წერილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიასგან იყო მოწერილი. არ მინდა იმ სიტუაციაში აღმოვჩნდე, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის წინაშე. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

 

Comments
Loading...