მამუკა ხაზარაძე: ეს საქმე თუ თაროზე შემოიდება, არ დავთმობთ!

40

“უნდა არსებობდეს კანონი და არ უნდა იყოს ისე, რომ პროკურატურა გვაშანტაჟებდეს პრესკონფერენციებით”, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე მოითხოვს, მოხდეს განმარტება – “რას ჰქვია ფულის გათეთრება. ამოიღონ კანონმდებლობიდან და ზუსტად თქვან, რას ჰქვია ფულის გათეთრება. თუ ეს თაროზე შემოიდება, პირობას გაძლევთ, არ დავთმობთ და ერთი ნაბიჯით არ წავალთ უკან.

ეს საბჭოთა “კაგებეშნიკური” პრაქტიკა – ვიღაცას ლაფს დაასხამ და მერე მიდის გამოძიება, და იდება თაროზე, და მერე ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ პასუხი გასცენ ან ფინანსური, ან მორალური, ან ამბობენ, რომ სახელწმიფოს ვერ მოერევი, იმიტომ, რომ ადამიანი ყოველთვის პატარაა, ეს უნდა შეწყდეს. მე პირობას გაძლევთ, ან ბრალი დააყენონ, ვინ არის დამნაშავე, ან საკითხი შეწყვიტონ სასწრაფოდ.

თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საკითხს, პირდაპირ გეუბნებით ჩვენ. რადგან ეს არის პირდაპირი დარტყმა გაცილებით მეტზე, რასაც საქართველო ჰქვია და ჩვენი პერსპექტივა ჰქვია”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

Comments
Loading...