მამუკა ხაზარაძე: არჩევნების მეორე ტურის წინ მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მივიღე

45

მამუკა ხაზარაძე, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

მისი თქმით, მიღებულ წერილში იყო მოთხოვნები, რომელიც არ შეასრულეს.

“არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა არ შევასრულეთ”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

Comments
Loading...