მამუკა ხაზარაძე: ამ ქვეყნიდან არ წავალ!

2,263

“ამ ქვეყნიდან არ წავალ. 27 წელი მე, ბადრი ჯაფარიძემ და ჩვენმა გუნდმა, ათიათასმა კაცმა შევალიეთ აქაურობას. ამიტომ აქ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე”, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“მე ძალიან მშვენიერ მდგომარეობაში ვარ, ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, რადგან ხმამაღლა ვამბობ სიმართლეს და არ ვეუბნები მარტო ჩემი გუნდის წევრებს და არ ვლაპარაკობ კულისებში. როგორც ბიზნესმენს, არ მაინტერესებს მოგება, თუ არ იქნება თავისუფლება”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

Comments
Loading...