მამუკა ბახტაძე სამართლიანი ეკონომიკური წესების დამკვიდრების მიზნით ახალ ინიციატივებს აანონსებს

50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ძალიან პრინციპული და სამართლიანი ეკონომიკური წესების დამკვიდრებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ახალ რეგულაციებს, რომლებიც წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100-დან 50%-მდე შემცირებას გულისხმობს და სექტემბრიდან ამოქმედდება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია მისი განწყობა, თუ რამხელა ზიანი მოუტანა უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ მოსახლეობას და ეკონომიკას.

„ჩვენ მივიღეთ ჭარბვალიანობა, როგორც პრინციპული პრობლემა, რომელიც მომავალში შეიძლება გადაიქცეს სისტემურ პრობლემად. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც.

მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა და ძალაში შევიდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანწილად გამოასწორებს იმ ძალიან მავნე პრაქტიკას, რომელიც ჩვენ ამ სექტორში მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ახალ ინიციატივებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...