მალაიზიამ ბანკ Goldman Sachs Group Inc-ს სასამართლოში უჩივლა

52

მალაიზიამ ბანკ Goldman Sachs Group Inc-ის წინააღმდეგ სასამართლოში პირველი სარჩელი შეიტანა. სარჩელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ 1MDB-ის მეშვეობით ფულადი რესურსის მოპარვას გულისხმობს. ამის შესახებ Bloomberg წერს

.გამოძიების თანახმად, ბანკის თანამშრომლებს ინვესტორები შეცდომაში შეჰყავდათ, მათ 1MDB-ის ობლიგაციების ყიდვისას ყალბ დოკუმენტებს აძლევდნენ. ამ ეტაპზე მალაიზია ამერიკული ბანკისგან 2,7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს.

მალაიზიის გენერალური პროკურორის ტომი ტომასის თქმით, თაღლითობა ხლეჩს ეკონომიურ საფუძვლებს.

“იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებულების წინააღმდეგ არ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, მშინ ჩვენი ფინანსური სისტემისა და ბაზრის გახლეჩის მცდელობა დაუსჯელი დარჩება”, – აცხადებს იგი.

მთლიანობაში, 1MDB-თან თანამშრომლობის შედეგად, Goldman Sachs-მა დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. აღნიშნულ საქმეებს შორის არის ობლიგაციების სამი გამოშვება. ამ ობლიგაციების წყალობით, 1MDB-მა 2012 და 2013 წლებში 6,5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.

ნოემბერში ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს ბანკის ორ ყოფილ თანამშრომელს. ერთმა მათგანმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ იგი ფულს ათეთრებდა.

Comments
Loading...