მაკრონი: ვლადიმერ პუტინის ოცნება ევროკავშირის დემონტაჟია

69

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედური ტელეკომპანია SVT-თან ინტერვიუში ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მაკრონის თქმით, იგი პატივს სცემს პუტინს, როგორც ლიდერს, თუმცა მიაჩნია, რომ პუტინი ევროკავშირის დაშლაზე ოცნებობს.

"პატივს ვცემ ვლადიმერ პუტინს და ერთ-ერთ იმათგანი ვარ, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთთან ერთად უნდა ავაგოთ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა – რუსეთთან ერთად მსგავს დისკუსიას ვსაჭიროებთ. თუმცა, ვლადიმერ პუტინის ოცნება – ევროკავშირის დემონტაჟია", – აცხადებს მაკრონი.

ევროკავშირიდან შვეიცარიის შესაძლო გასვლის შესახებ საუბრისას, მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის მომავალს ევროპული ღირებულებების სისტემის გარეთ ვერ ხედავს.

პროგრამის წამყვანმა, საფრანგეთის პრეზიდენტს, შვეიცარულ რადიოში მომხდარი ინციდენტის შესახებ მოუყვა, როდესაც ქვეყნის დემოკრატიული პარტიის ლიდერს არჩევნის გაკეთება შესთავაზეს პუტინსა და მაკრონს შორის. პოლიტიკოსმა უარი თქვა არჩევნის გაკეთებაზე.

"მიმაჩნია, რომ ეს ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ლიდერმა არ იცის ის, თუ რა თანმიმდევრობით უნდა იყოს ღირებულებები და პოლიტიკური ინტერესები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს არ შეუძლია განასხვავოს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საფრანგეთი – ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. რუსეთი არ შეიძლება შვეიცარიისთვის სამაგალითო ქვეყანა იყოს", – ამბობს მაკრონი.

Comments
Loading...