მაისში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი გაიზარდა

385

სურსათის გლობალური ბაზრები კარგად დაბალანსებულია – ხორბლის და სიმინდის მიწოდება ჭარბია, ხოლო ზეთოვანი თესლის წარმოება ძალებს იკრებს. 

საზღვაო გადაზიდვის ხარჯებისა და იმპორტის მოცულობის ზრდის შედეგად, სურსათის გლობალური იმპორტი წელს1.3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც 10.6%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს, განაცხადა დღეს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) “სურსათის მიმოხილვაში”, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოიცემა.   

ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების, დაბალშემოსავლიანი და სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნების და აფრიკის სუბსაჰარას რეგიონის ქვეყნების სურსათის იმპორტი იზრდება. ეს განპირობებეულია ხორცის, შაქრის, რძის პროდუქტების და ზეთოვანი თესლების იმპორტის ზრდით.  

პროგნოზით, გაიზრდება იმპორტი სურსათის ყველა კატეგორიაში, გარდა თევზისა, რომელზეც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა და ამ ზრდას ფეხს უწყობს ადგილობრივი აკვაკულტურის სექტორის ძლიერი ზრდა.

მაისში, პირველად სამ თვეში, გაიზრდა სურსათზე გლობალური ფასები – FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა – რომელიც, ასევე, დღეს გამოქვეყნდა –  172.2 პუნქტი შეადგინა მაისის თვეში, რაც 2.2%-ით აღემატება აპრილის მაჩვენებლს, ხოლო 10%-ით – 2016 წლის მაისის ინდექსს. 

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი არის შეწონილი სავაჭრო ინდექსი, რომელიც ასახავს ხუთი ძირითადი სასურსათე ჯგუფის საერთაშორისო საბაზრო ფასებს. ეს ჯგუფებია მარცვლეული, მცენარეული ზეთი, რძის პროდუქტები, ხორცი და შაქარი. მაისში ფასები გაიზარდა ყველა ჯგუფში, გარდა შაქრისა.

Comments
Loading...