მაისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.1%-ით გაიზარდა

390

2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 37.6 მილიონი ლარით, ანუ 0.1%-ით გაიზარდა და 29.7  მილიარდი ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8%-ია.

Comments
Loading...