მაისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით გაიზარდა და 205.6 ლარი შეადგინა

5

საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მაისის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 205.6 ლარს შეადგენდა, რაც უკანასკნელი 14 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. მაისში წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით გაიზარდა.

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც მაისში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 7.7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

მაისის მდგომარეობით, “საშუალო მომხმარებლის” საარსებო მინიმუმი 182.1 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 0.6 ლარით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში კი, ის 14.2 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატის მიერ დღეს წარმოდგენილ ანგარიშს არ ახლავს ოჯახის სულადობრივი საარსებო მინიმუმი, რომელსაც ორგანიზაცია 2021 წლამდე აქვეყნებდა.

Comments
Loading...