მაისში, საქართველოს უმსხვილესი იტალიური კომპანიებისგან შემდგარი ბიზნესმისია ეწვევა

742

საქართველოსა და იტალიას ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავების უდიდესი პოტენციალი გააჩნია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდას შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იტალია საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია – 2016 წელს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 23%-ით. მისივე განცხადებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ რომში გამართული ბიზნესფორუმი კიდევ უფრო დააინტერესებს იტალიელ მეწარმეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით და ასევე, ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაისის თვეში თბილისს იტალიის ბიზნესმისია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან უმსხვილესი იტალიური კომპანიები და ადგილზე შეისწავლიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს.

Comments
Loading...