მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.3% შეადგინა

414

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3%, ხოლო 2017 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5% შეადგინა. შესაბამისს მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

Comments
Loading...