მაისში თბილისი საქმიანი ტურიზმის გამოფენას უმასპინძლებს

218

მაისში თბილისი საქმიანი ტურიზმის გამოფენას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ინიციატივით, "B2B Workshop"-ს ფორმატის ფარგლებში "IMG MICE Geography Show" საქართველოში მოეწყობა.

ღონისძიებაზე ექსპონანტ ქვეყნებად წარმოდგენილები არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ასევე "დსთ"-ს სხვა სახელმწიფოები.ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი 100-მდე უცხოური კომპანია. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოში "IMG MICE Geography Show"-ს ჩატარების მიზანია საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი გახდეს. პროექტის დეტალები ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებმა გააცნეს.

Comments
Loading...