მაიკ პენსი: თუ ჩინეთი არ შეიცვლის სავაჭრო პოლიტიკას, ამერიკა ზეწოლას გააორმაგებს

35

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა გააორმაგოს ჩინეთისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადის საფასური იმ შემთხვევაში, თუ პეკინი არ შეცვლის სავაჭრო პოლიტიკას.

“ჩვენ გადამწყვეტი ზომები მივიღეთ ჩინეთთან ჩვენი დისბალანსის მოგვარების მიზნით. ჩინური საქონლისთვის 250 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ტარიფები დავაწესეთ და შეგვიძლია გავაორმაგოთ იგი. აშშ არ შეიცვლის აღებულ კურსს მანამ, სანამ ჩინეთი არ შეცვლის თავისას”, – აცხადებს მაიკ პენსი.

აქამდე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჩინეთს ცივი ომით ემუქრებოდა, თუკი ჩინეთი არ შეცვლიდა თავის პოლიტიკას. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჩინეთთან ურთიერთობის დალაგება სურს და რომ ჩინეთშიც შეიტანს ცვლილებებს სამხედრო და ეკონომიკურ პოლიტიკაში.

პენსი აგრეთვე აღნიშნავს, რომ თუ ეს არ მოხდება, ვაშინგტონი გააძლიერებს ჩინეთზე ზეწოლას, ვინაიდან ამერიკის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ გაუძლოს ამ დონის ესკალაციას.

Comments
Loading...