მაია ცქიტიშვილი: მთის კურორტების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია

47

სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2018-2019 წლების შემაჯამებელი ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითრებაში, სიღარიბის დაძლევაში, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.

“შარშან დეკემბერში დასრულდა ჩვენს რეგიონში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის საბაგიროს 7.2 კმ გზა, რომლის დაფარვაც 25 წუთში არის შესაძლებელი და ზამთარში, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, როცა ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, დამსვენებლები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ. შედეგად, გაიზრდება გუდაურის, როგორც კურორტის ზონის გეოგრაფიული არეალი და გაჩნდება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა კობშიც. ასევე განიტვირთება ყაზბეგი -გუდაურის საავტომობილო მონკავეთზე არსებული სატრანსპორტო მოძრაობაც” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც პრეზენტაციისას მინისტრმა აღნიშნა, გუდაურში საბაგიროსთან ერთად გასულ წელს მოეწყო წყლის ხელოვნური რეზერვუარი (100 000მ3), რომელიც ზამთარში კურორტზე სათხილამურო ტრასების გათოვლიანებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტეში დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი 5.6კმ გზა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ტურისტთა გადაადგილებას ამ მონაკვეთზე და გაზრდის დამთვალიერებელთა რიცხვს.

Comments
Loading...