მათიკაშვილი ხაზარაძეზე: ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში

30

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორც TBC ბანკი წარმოადგენს მნიშვნელოვან სეგმენტს, როგორც კომერციული ბანკი, ასევე ანაკლიის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

ასე რომ, თუკი მობრძანდება ბატონი მამუკა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ, რა სურს მან თქვას, თუკი იქნება ამის საშუალება ჩვენ ვიმსჯელებთ და ისე გავაკეთებთ კომენტარს”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლონდონში “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, “თიბისი ბანკის” აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

Comments
Loading...