მადუროს განცხადებით, ვენესუელის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებზე 1 მილიარდი ევრო დაიხარჯება

34

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ აამოქმედა საქველმოქმედო პროგრამა სახელწოდებით „”მშვენიერესი ვენესუელა – ერთად ყველაფერი შესაძლებელია”. ამის შესახებ იგი თავის ტვიტერზე წერს.

მადუროს თქმით, პროგრამის ფარგლებში იგეგმება 1 მილიარდი ევროს დახარჯვა ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ 62 ქალაქში. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ეს ქალაქები გადაიქცეს ლათინური ამერიკის ყველაზე ლამაზ და თანამედროვე ქალაქებად.

ბოლო წლების განმავლობაში ვენესუელაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა თითქმის 1 700 000%-ს მიაღწია. ვენესუელის ვალი დაახლოებით 100-150 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია, რაც აქვეყნებს სტატისტიკას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წელს ვენესუელაში ინფლაციამ შესაძლოა 10 000 000% შეადგინოს. 2013-2017 წლების განმავლობაში ქვეყნის ინფლაცია დაახლოებით 40%-ით დაეცა, ხოლო წინა წელს – 18%-ით.

Comments
Loading...