“მაგთის” აბონენტებისთვის ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა

53

180 დღეზე გადასახადი ერთ ლარს შეადგენს. თანხა ნომრის ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრება.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ 14 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ტარიფების ზრდის შეჩერების შესახებ, ნომრის მომსახურების საფასურზე არ გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეაჩერა “მაგთიკომის” პაკეტების ღირებულების გაზრდა, ასევე დაავალა კომპანიას, არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი ძალაში დატოვოს.

Comments
Loading...