ლუკაშენკომ და პუტინმა გაზის გადასახადის გამო იკამათეს

31

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ევრაზიის ეკონომიკურ სამიტზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართა, ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გაზის ფასების საკითხი განიხილა.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი მომხმარებლებისთვის გაზის გადასახადი 1 ათას კუბურ მეტრზე 130 აშშ დოლარია მაშინ, როდესაც რუსეთში იგივე მაჩვენებელი 70 აშშ დოლარი ღირს.

“თითქმის ორჯერ ნაკლები. მარტივი შეკითხვა – ამ სიტუაციაში როგორ უნდა გაუწიო კონკურენცია?”, – ამბობს ლუკაშენკო.

ამის საპასუხოდ კი, პუტინმა აღნიშნა, რომ ბელარუსის მოსახლეობისთვის გაზის საბაზრო ღირებულება 1 ათას კუბურ მეტრზე 200 აშშ დოლარზე ნაკლები იქნებოდა და არა 130 აშშ დოლარი. ამის შემდეგ კი, პუტინმა კოლეგას დისკუსიის გაგრძელება დახურულ კარს მიღმა შესთავაზა.

სექტემბერში ლუკაშენკომ და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის ფარგლებშიც, როგორც ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, მხარეებმა, ნავთობისა და გაზის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვტილება მიიღეს.

Comments
Loading...