ლორთქიფანიძის N38 ა-ში და ჭავჭავაძის N83-ში დასასვენებელი და სპორტული სივრცეები ეწყობა 

5

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლორთქიფანიძის N38ა-ს მიმდებარედ და ჭავჭავაძის N83-ში დასასვენებელი და სპორტული სივრცეები ეწყობა. სამუშაოების პროცესში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერის განახლების სამუშაოები ხორციელდება, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო მოედანზე დაიგება რბილი საფარი და სკვერი გამწვანდება. ჭავჭავაძის N83-ში კი, ადგილობრივების თხოვნით, ტერიტორია მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა საპარკე ავეჯი და მოეწყობა ყვავილების თარგი. სპორტული აქტივობების მოყვარულებისთვის, ამავე მისამართზე სტადიონი გაკეთდება. ამ დროისთვის აშენებულია სპორტული მოედნის საფუძველი, მოეწყო ღობე, დამონტაჟდა საკალათბურთო ფარები და საფეხბურთო კარები. აღნიშნულ მისამართებზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდა.

Comments
Loading...