ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსახლეობის კომფორტული გადაადგილების მიზნით, ეზოს მოწესრიგება, მათ შორის, ლორთქიფანიძის N34 ა-ში ხორციელდება.
ამ დროისთვის დაზიანებული საფარის დემონტაჟი და გზის საფუძველი ეწყობა.
511 კვ. მ ფართობის ეზოს რეაბილიტაციის ღირებულება, დაახლოებით, 21 000 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო.