ლიტვის თავდაცვის სამინისტრო, მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ისარგებლონ “Яндекс.Такси”-ით

95

ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს ურჩია, რომ არ ისარგებლონ "Яндекс.Такси"-ის მომსახურებით. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უწყების ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ქვეყნის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის მონაცემების მიხედვით, სერვისის ითხოვს წვდომას ბევრ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, აგრეთვე მოწყობილობის ფუნქციის გამოყენების ნებართვას: კამერისა და მიკროფონის გამოყენებას, კონტაქტების სიით სარგებლობას, ადგილმდებარეობის დადგენას (ჯიპიესი) და სხვა.

"Яндекс.Такси"-ის ამ მოთხოვნებმა, შესაძლოა უკანონო ქმედებები და კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაციების შეგროვების შესაძლებლობის ქონა გამოიწვიოს", – ნათქვამია განცხადებაში.

აგრეთვე აღინიშნება, რომ მომხმარებლების მონაცემები ინახება ორგანიზაციის სერვერებზე მოსკოვში.

სამინისტრო აცხადებს, რომ მანამ, სანამ საბოლოოდ არ დადგინდება, რომ აღნიშნული სერვისის მოხმარება სრულიად უსაფრთხოა, რეკომენდირებულია, რომ მოქალაქეებმა, განსაკუთრებით კი სახელმწიფო მოხელეებმა, ამ კომპანიის მომსახურებით არ ისარგებლონ.

Comments
Loading...