ლირა კვლავ უფასურდება

8

თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებით კვლავ ისტორიულ მინიმუმზეა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ დისკონტის განაკვეთის მორიგი შემცირების მოლოდინში ლირა გაუფასურებას განაგრძობს.

დღის მეორე ნახევარში დოლარის კურსი ლირასთან მიმართებაში 10,25 ლირამდე გაიზარდა, რაც ახალი ანტირეკორდია.

ოქტომბრის ბოლოს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა თურქული ლირის კურსის რეკორდული ვარდნის ფონზე გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 18%-დან 16%-მდე შეემცირებინა, რამაც ლირის  ვარდნა კიდევ უფრო დააჩქარა. ექსპერტები ხუთშაბათს მარეგულირებლის მიერ განაკვეთის მორიგ შემცირებას ელიან.

ლირამ მკვეთრად ვარდნა  ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

Comments
Loading...