ლიეტუვა საქართველოს 15,000 დოზა ვაქცინას აჩუქებს

5

ლიეტუვა საქართველოს COVID-19-ის 15,000 დოზა ვაქცინას აჩუქებს – ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ქვეყნის მთავრობამ მიიღო. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს 200,000 დოზა COVID-19-ის ვაქცინას გამოუყოფს.

“მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა 200,000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის. მათ შორის უკრაინისთვის 100,000 ვაქცინის გამოყოფა მოხდება, საქართველოსთვის 15,000 ვაქცინის, მოლდოვასთვის კი 11,000 ვაქცინის. ეს ლიეტუვის მიერ გადადგმული ერთი ნაბიჯია, რომელსაც იმედია ჩვენი ევროპელი პარტნიორები სოლიდარობის ნიშნად შეუერთდებიან და კიდევ უფრო მეტ ვაქცინას გამოყოფენ,”- ნათქვამია გაბრიელიუს ლანდსბერგისის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

Comments
Loading...