„ლიბერთი“ საპენსიო ტენდერში მონაწილეობას მიიღებს, თუ პირობები მისაღები იქნება – ვასილ ხოდელი

14

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების მოთხოვნა, ჩვენ თავად დავაყენეთ, ვინაიდან ამ საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვები დაგროვდა“, – ამის შესახებ „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა BM.ge-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ლიბერთი“ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს, თუ პირობები მისაღები იქნება.

„არსებულ ჩარჩოსთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოსთან ვთანამშრომლობთ, გარკვეული ტიპის მოსაზრებები და შენიშვნები ჩვენც გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის, რომ ტენდერი ღიად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, რათა ყველა კითხვას დასაბუთებული და ამომწურავი პასუხები გაეცეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჩვენ ველოდებით უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ პირობებს.

მიგვაჩნია, რომ „ლიბერთი ბანკს“ აქვს ყველაზე ძლიერი ინფრასტრუქტურა და ყველა საჭირო პირობა იმისათვის, რომ ამ ფუნქციის შესრულება ღირსეულად გააგრძელოს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებით იქნება აღნიშნული ტენდერი გამოცხადებული.

ანუ, ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ დავინტერესდეთ ამ საკითხით და მივიღოთ მონაწილეობა, თუ რა თქმა უნდა, პირობები იქნება მისაღები. მოლოდინი გვაქვს, რომ პირობები წლის ბოლომდე გახდება ცნობილი“, – განაცხადა „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა

Comments
Loading...