ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

5

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო.

პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან მოქალაქეებს (3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება მიიღონ იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ისე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია.

200 000 ლარზე მეტი მოცულობის სესხებზე, დარჩენილი თანხა შესაძლოა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მიერ, პარალელური იპოთეკური სესხით.

თუ მსესხებელს 1 ან 2 შვილი ჰყავს, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %-ს, არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით.

იმ შემთხვევაში, კი თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.

Comments
Loading...