ლექვინაძე: ჭარბვალიანობის მოგვარება ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას, გახდნენ ეკონომიკურად უფრო აქტიურები

24

ბიზნესომბუდმსენი ირაკლი ლექვინაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერის განცხადებას “შავს სიებთან” დაკავშირებით და დადებითად აფასებს გადაწყვეტილებას.

“გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს “შავ სიაში” მყოფი ადამიანებისთვის სასესხო ვალდებულებების დაფარვას ძალიან მასშტაბურია და მნიშვნელოვანია, რომ ის ტვირთად არ აწვება ბიზნესს და სახელმწიფო ბიუჯეტს.

დავალიანების პორტფელს საფინანსო ორგანიზაციებისგან გამოისყიდის და გადაიხდის ფონდი “ქართუ” და ეს არის მნიშვნელოვანი საქველმოქმედო აქტივობა, რომელიც პასუხობს „შავ სიაში“ მყოფი ადმიანების ჭარბვალიანობის პრობლემას.

ქვეყანის მაკროეკონომიკაში რეალურად დგას ჭარბვალიანობის საკითხი, ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩვენი საერთაშორისო პატრნიორებიც მიგვითითებდნენ.

აღნიშნული საკითხის მოგვარება ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას გახდნენ ეკონომიკურად უფრო აქტიურები”, – წერს ბიზნესომბუდსმენი.

Comments
Loading...