ლექვინაძე: ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ დაფიქსირებულა

34

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ამის შესახებ პრემიერთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, თქვენ გქონდათ საშუალება გეკითხათ ბიზნესისთვის, რამდენად არის ეს პრობლემა სისტემური. მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია არ დაფიქსირებულა, რომ ვინმეს ვინმეზე ზეწოლა ხდება, ვინმე ვინმეს წილებში ერევა.

თუ ამ შეხვედრის გარდა არის ვინმე, ვისაც ასეთი ტიპის ინფორმაცია აქვს და უნდა ვინმეს გაუზიაროს, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ და მივიტანოთ შესაბამის უწყებასთან.

განვმეორდები, ერთი კონკრეტული კომპანიის ქეისი, რომელიც იქცა გარკვეული ჯგუფებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად, არ შეიძლება გავრცელდეს მთელი ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. ბიზნესის პოზიციაც იყო მარტივი, მსგავსი ტიპის განცხადებები აზარალებს ქვეყნის ბიზნესგარემოს, იმ ინვესტორებს, პარტნიორებს, რომლებიც აქ იყვნენ წარმოდგენილნი”, – განაცხადა ლექვინაძემ.

Comments
Loading...