ლევან დავითაშვილი: მხოლოდ კახეთის რეგიონში 373 ახალი საწარმო გავხსენით

44

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვარელში მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა ფერმერებს აგრარული დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგები დეტალურად გააცნო.

დავითაშვილის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე, 15 ათასზე მეტი, ათეულობით მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა. ამასთან, სახელმწიფოს ხელშეწყობით კახეთის რეგიონში გაიხსნა ახალი და გაფართოებული 373 საწარმო.

მინისტრის განცხადებით, წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 230 ათასზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და მოსახლეობამ 300 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

“მხოლოდ კახეთის რეგიონში 373 ახალი საწარმო გავხსენით, ბევრ ადამიანს გაუჩნდა შემოსავალი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო რთველი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სუბსიდირება წელს მოხსნილი იყო, გადამუშავდა 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და კახელი გლეხების შემოსავალმა 300 მილიონი ლარი შეადგინა”, – განაცხადა დავითაშვილმა.

Comments
Loading...