ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” პირველ კონცერტს ბათუმში გამართავს

286

კომპანია "SA Organization"-ის ორგანიზებით ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი "ანატოლიის ცეცხლი" საქართველოში საგასტროლო ტურნეს ბათუმით დაიწყებს და 13-14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების  ცენტრში კონცერტებს გამართავს.

"ანატოლიის ცეცხლი" ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.

"ანატოლიას თურქეთის აზიურ ნაწილს ეძახიან, ამ პროექტის წყაროც, სწორედ, ანატოლიის ანტიკური მითოლოგიაა. პროექტი აერთიანებს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან და მოცეკვევეებს მთელი მსოფლიოდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. აღსანიშნავია, ჯგუფში 10 ქართველია, ეს ქართველი მაყურებლებისვის დაგეგმილ კონცერტებს მეტ ინტერესს სძენს. კავკასიელებს ცეკვა უყვართ ძალიან. ცეკვას ენა არ გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ "ანატოლიის ცეცხლის" მთავარი მიზანია, დაანახოს სამყაროს სიყვარულის, კულტურის ისტორიისა და მშვიდობის ანატოლიური ანტიკური მოზაიკა", – ლეგენდარული თურქული ანსამბლის  უნიკალურობასა და  საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე ვესაუბრეთ  პროექტის ხელმძღვანელს სელაჰატინ ათალაის.

"ანატოლიის ცეცხლი" 1999 წელს შეიქმნა და მათ უწოდებნენ "ცეკვის სულთანებს", 750 აპლიკატიდან შეირჩა 90 მოცეკვავე. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა ანატოლიის ცეცხლი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ისინი გვთავაზობენ არამხოლოდ ფოლკლორულ, არამედ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვებს. ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.

ლეგენდალური ჯგუფი 16-17 დეკემბერს თბილისს ეწვევა და კონცერტები  თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ჯგუფის საგასტროლო ტურნე საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით ეწყობა და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის  25 წლის იუბილეს ეძღვნება.

Comments
Loading...