ლაშა ხუციშვილი: მშპ ერთ სულ მოსახლეზე ათ წელში $10 000-მდე გაიზრდება

7

ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება დღეს არსებული 4300 აშშ დოლარიდან, 2030 წლისთვის გასცდება 10 000 აშშ დოლარს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, როგორც ნომინალური, ასევე მსყიდველუნარიანობის პარიტეტში გამოხატული, ორჯერ და მეტად გაიზრდება.

“ხოლო მსყიდველუნარიანობის პარიტეტში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე დღეს არსებული 14 800 აშშ დოლარიდან გაიზრდება 31 000 აშშ დოლარამდე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Comments
Loading...