ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – გამყარდა

4

5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან — გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1433 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,22 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,34 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,6453 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 6 ოქტომბერს შევა ძალაში.

Comments
Loading...